ფეხები მიადგი ლამაზო ერთმანეთს
კაბის ქვეშ გიყურებს მთელი დედამიწა,
გვირილა გაკოცებს,კანჭებზე ღმერთმანი
შეგრცხვება იცოდე და მე ვერ დაგიცავ
გულთან შეიბნიე ჩახსნილი ღილები,
ვერ ხედავ მთელი ცა მკერდში რომ ჩაგცქერის?
მზე სხივებს წაგატანს თუ გაგეღიმება
და გვიან მიხვდები ძვირფასო რაც გელის.
თმას ასე თამამად ნურასდროს გაიშლი
ნიავი აგირევს, ფიქრს აგიცანცარებს,
რა ვნებიანია თან ქარი მაისში?!
არ იცი,მაგრამ მე ხომ ვიცი რაც არის.
ეგ ყელი მაღალი,როგორმე დაფარე
იწვიმებს იცოდე და მაინც მოგიწევს,
თუ არ დამიჯერებ,წვეთს შემოგაპარებს,
მუცლამდე ჩაგიღვრის და გვერდში მოგიწვენს.
ვერავინ დაიცავს შენს უმანკოებას,
ცოტა მოერიდე ხალხსა და სამყაროს,
თორემ ჭორაობა დაიწყეს რტოებმა
“რა უბიწოებით გარყვნილი რამ ხარო
dinamo 0-1 torpedo

30wutze goli gaitana giorgi datunaishvilma,da ratqmaunda goli ezgvneba patara nucikos ))))
შენი ქორწილის ფოტოები ვნახე…
ვერგეტყვი რომ ძალიან ლამაზია…
შენ როგორც ყოველთვის ძალიან კარგი…
ვერგეტყვი რომ გული არდამწყდა….
იმიტომ რომ გული ძალიან მეტკინა…
როგორ გითხრა არმომენატრები….
როცა ყოველთვის როცა დაგინახავ წარსული მომენატრება…
ერთხელ ჯობდა მეთქვა მიყვარხარ და შემდეგ ჩამეხედა თვალებში შენთვის…
ვიდრე ასე უთქმელად მეტარებინა გრძნობა…
რომელიც მოგონებად მექცა…
მწარე და ზოგჯერ ტკბილ მოგონებად…
გისურვო ბედნიერება?…
ამის გარეშედაც ბედნიერი ხარ…
მე კი უშენოდ….
არდაიჯერო რომ მენატრები…
მხოლოდ შენი გაღიმება მენატრება…
მშვიდობით სამუდამოდ…
………

მონატრება…მინდა რომ ის მონატრება დაბრუნდეს…მინდა რომ ისევ ისე მტკიოდე..ყოველ წუთს,ყოველ წამს…ისევ ისე ტანჯულად მტკიოდე…ისევ ის ტკივილი გერქვას რაც იყავი…ისევ ჩემი ტკივილი გეწოდოს…მინდა რომ ისევ ის ტკივილი დამიბრუნდეს…არ მინდა ამ წმინდა ტკივილის და ტანჯვის დაკარგვა…ის ხომ წმინდა სიყვარულს მახსენებდა…იმ სიყვარულს,რომლითაც მე შენ მიყვარდი…იმ სიყვარულს რომელსაც უშენოდ ვატარებ…იმ სიყვარულს,რომელმაც ცოტა ხნით მაინც მამყოფა ბედნიერი…არ მინდა მთლიანად შენი დაკარგვა…შენი წასვლის შემდეგ დატოვებული ტკივილი მაინც მინდა ჩეემთან დარჩეს…მინდა მან მიერთგულოს…არ მიმატოვოს შენსავით…
ტკივილი მინდა დამიბრუნდეს…შენი წასვლის შემდეგ დატოვებული ტკივილი…მტკიოდა ,მაგრამ გულის რომელიღაც კუთხეში ბედნიერებაც მიყუჟულიყო…ეს ტკივილიც ბედნიერებას მანიჭებდა…ეს ტკივილი მახსენებდა,რომ
ოდესღაც ჩემი გერქვა…
ოდესღაც ჩემში იყავი…
ოდესღაც ერთი გულით ვსუნთქავდით…
ოდესღაც ერთი ბედნიერება გვქონდა…
ოდესღაც ერთნი ვიყავით…
ეხლა კიი…ეხლა აღარ ვართ ის ერთი მთლიანობა..ეხლა სხვადასხვა ვართ…სხვადასხვა ბედნიერება გვაქ…სხვასხვა ადამიანად გვიცნობენ…
შენ წახვედი და დამივიწყე…მაგრამ მე დავრჩი და მახსოვხარ….მახსენდება შენი სიცილი,რომელიც ასე ძალიან მიყვარდა და უაზროდ ვიღიმი…მინდა ერთხელ მაინც გავიგონო შენი სიცილი…
შენში ყველაფერი მენატრება…რა ჩემი ბრალია,რომ ჩემში ლამაზ ოცნებად დარჩი..!
ეს დღეები მეტად აქტიურად ვიყავი ჩართული საერთაშორისო პოლიტიკაში,მიზეზი კი იყო ის პროექტი რომელიც გაეროს მიერ არის ორგანიზებული-გაეროს მოდელირება.აღნიშნული პროექტი ჩვენს უნივერსიტეტში პირველად ჩატარდა.საწყისი ეტაპი იყო დელეგატის აპლიკაციის გაგზავნა რომელიც წარმოადგენა ჩვეულებრივ cv-ის ფორმას,რომელშიც ასევე უნდა დაგვეწერა ესე გაეროს შესახებ.შერჩეულ იქნა 20 დელეგატი.მოდელირების თემა -ირანის ბირთვული პროგრამა.მე კი წარმოვადგენდი ამერიკას.სამ დღიანი ტრენინგების შემდეგ 21აპრილს გაიმართა ჩვენი კონფერენცია.20ქვეყნის დელეგატმა წარმოადგინა მისი პოზიცია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით,გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.რათქმაუნდა მწვავე დებატები გაიმართა ირანს,ამერიკას და რუსეთს შორის.
ჩემი თავით უკმაყოფილო ნამდვილად არვარ,მეტის გაკეთება რათქმაუნდა შემეძლო მაგრამ ეს ისევ ჩემი ხასიათიდან გამომდინარე…
ბევრი კარგი თვისება დავინახე ჩემ თავში,ის რომ მეგონა მქონდა აუდიტორიასთან საუბრის კომპლექსი თურმე ვცდებოდი,ასევე დიპლომატის ნიჭიც არმოვაჩინე.იმდენად შევიჭერი როლებში ახლაც აღშფოთებას ვერვმალავ :D საერთოდ მე და პოლიტიკა ძალიან შორს ვართ მაგრამ დღევანდელი დღის შემდეგ დარწმუნებული ვარ ყოველდღიურად გავეცნობი პოლიტიკურ სიახლეებს.
მართლა დიდი გამოცდილება მივიღე ამ პროექტისაგან ,და ასევე მიხარია რომ შევიძინე ახალი ნაცნობები,მეგობრები რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის…































